ქუთაისი

facebooktwittergoogle_plus

დღეს ქუთაისში ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულები გაიხსენეს ჩერნობილის ტრაგედიიდან დღეს 32 წელი გავიდა. დაღუპულთა ხსოვნას დღეს ქუთაისში მიაგეს პატივი. ჩერნობილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა მემორიალი, დღეს ქუთაისში ადგილობრივი მთავრობისა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. პატივგებაში მონაწილეობა ქუთაისის მერის მოადგილეებმა გიორგი იობაშვილმა და ნინო თვალთვაძემ მიიღეს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. შედეგად ვრცელი ტერიტორია რადიაციულად დაბინძურდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ქუთაისიდან 200 მდე მოხალისე გაემგზავრა, რა დროსაც უმრავლესობა დაავადდა და მალევე გარდაიცვალა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus