2018 წლის 1 აპრლის ძველ მართვის მოწმობებს ვადა ეწურება

facebooktwittergoogle_plus

2018 წლის პირველ აპრილს 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეწურება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით მოქალაქეებს მართვის მოწმობების შეცვლა სწორედ პირველ აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დღეიდან ამოქმედდა.

თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus