საქართველოს პარლამენტი

facebooktwittergoogle_plus

სოფო კილაძე გაეროს სოციალური განვითარების კომისიის (CSocD) 56-ე სესიის გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიის მთავარი თემაა სიღარიბის აღმოფხვრის სტრატეგიები მდგრადი განვითარების მისაღწევად ყველასათვის.

თავის სიტყვაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე, რომლებიც საქართველომ გაატარა ადამიანის უფლებათა კუთხით, ასევე, ქვეყნის სტრატეგიებზე, რომლებიც სიღარიბის აღმოფხვრას ემსახურება.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით არსებული მაღალი სტანდარტისა, სიღარიბე ჯერ კიდევ ბევრი ადამიანისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სწორედ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე აკეთებს აქცენტს.

სოფო კილაძემ ხაზი გაუსვა, ასევე, კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის მიმართულებით პროგრესს უზრუნველყოფს საქართველოში მათი განხორციელების შემდეგ. კერძოდ, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმა, რომლის მომზადება უკვე დასკვნით ფაზაშია და ბავშვის კოდექსი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავის სიტყვაში, ასევე, შეეხო საერთაშორისო კონფერენციას – დღის წესრიგი 2030, რომელიც იგეგმება თბილისში 2018 წლის 28-29 მაისს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვანო ზარდიაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა. ვიზიტი ხორციელდება გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ელჩის, კახა იმნაძის მხარდაჭერით.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus