საქართველოს პარლამენტი

facebooktwittergoogle_plus

ირაკლი კობახიძე: „იურიდიული დახმარების სამსახურს ჩვენს მმართველობის სისტემაში განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ეკისრება“
👉 ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=e4d32tKOZUk
✪ „ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტსა და იურიდიულ დახმარების სამსახურს პირდაპირი ინსტიტუციური კავშირი აქვს. თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა გვაკავშირებს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მაღალია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისის გახსნასა და ვებგვერდის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
✪ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
✪ „მხარდაჭერა გამოიხატება იმით, რომ ვცდილობთ მუდმივად დავხვეწოთ ამ სფეროში კანონმდებლობა, ვცდილობთ ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები გავაძლიეროთ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus