ბორჯომი

facebooktwittergoogle_plus

3 თებერვალს ბორჯომში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. აქცია, რომლის ინიციატორი ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალია“ დილის 10:00 საათიდან №1 საჯარო სკოლაში დაიწყება.
მოსახლეობის დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტულ კვლევებს აწარმოებენ:
➡ თერაპევტი; ➡ კარდიოლოგი; ➡ ნევროლოგი;
➡ გასტროენტეროლოგი; ➡ სისხლძარღვთა ქირურგი;
➡ალერგოლოგი; ➡ ექოსკოპისტი; ➡ ზოგადი ქირურგი;
➡ ოფთალმოლოგი; ➡მამოლოგი; ➡ ენდოკრინოლოგი; ➡ ონკოლოგი; ➡ გინეკოლოგი; ➡ ოტო-რინო-ლარინგოლოგი; ➡ უროლოგი; ➡ ვერტებროლოგი; (ხერხემალი,ქრონიკული ტკივილის მართავა) ➡ ტრავმატოლოგი; ➡ ენდოკრინოლოგი; ➡ პედიატრი; ➡ რენტგენოლოგი;
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, წმ. მიქაილ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკა, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, „ვივა-მედი“ და თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აკადემიური პერსონალი.
აქცია ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“-ის პრეზიდენტის ქეთი ბარათელის ხელმძღვანელობითა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ვოლსკის, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus