ხანძარი რუსთავში მსხვერპლით დასრულდა

facebooktwittergoogle_plus

რუსთავში მეგობრობის მეორე გასასვლელის #3 კორპუსში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვებიან, ცეცხლი აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ერთოთახიან ბინაში გაჩნდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ხანძრისას კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. მას მოტეხილობები აღენიშნება და ოპერაცია უტარდება. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირველ სართულზე მცხოვრები 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus