პოლიციელებს ადანაშაულებს

facebooktwittergoogle_plus

ქურდობის მცდელობაში ბრალდებულები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ლევან კუპატაძე და დავით სარალიძე აცხადებენ, რომ გუშინ, საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აიძულებდნენ.

დავით სარალიძის თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც მიყენებულ დაზიანებებს ადასტურებს.

„უმიზეზოდ გაგვაჩერეს, ჩამოგვაგდეს მანქანიდან… წამება იყო. გზა ავტომობილით გადამიკეტეს. როგორც კი გავაჩერე, პატარა მანქანაში შემაგდეს გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად თავზე ხელებს ვიფარებდი. ხელები ამომიტრიალეს, ბორკილები დამადეს და ძალადობა გააგრძელეს. ამიყვანეს ერთ-ერთი კორპუსის ბოლო სართულზე ხელები გამაშლევინეს და კარის ზედაპირზე დამადებინეს,“- განაცხადა დავით სარალიძემ.

მისი თქმით, ამ გზით სამართალდამცავებმა თითის ანაბეჭდები აიღეს, რომ ქურდობის მცდელობა მას დააბრალონ.

ბრალდებულთა ადვოკატი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus