მარტვილი

facebooktwittergoogle_plus

17-20 ნოემბერს, დაბა ბორჯომში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი – „ჩვენი თავგადასავალი“.

კონკურსის მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი პროზაიკოსების აღმოჩენის გარდა, არის ის, რომ მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისათვის იქნება განკუთვნილი.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ წულაია. 300-მდე კონკურსანტიდან ფინალში ჩვიდმეტი გადავიდა. ფინალური ეტაპი 4 დღეს მოიცავდა. პროზაიკოსებს მიეცათ საკვანძო ფრაზა, რომელზეც მოთხრობა უნდა აეგოთ. დასახელდა სამი გამარჯვებული და ერთი ფავორიტი. თამარ წულაია გამარჯვებულთა სამეულშია. მონაწილეებს ცენტრისგან სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თამარს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus