თიანეთი

facebooktwittergoogle_plus

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის VI ეროვნულ ანსამბლეას დაესწრო.

8 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა.

ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ახალი პრეზიდენი აირჩიეს. მომდევნო 3 წლის განმავლობაში NALAG-ს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. ეროვნულ ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებად რეგიონიდან 2-2 კანდიდატი დაასახელეს და უმრავლესობით აირჩიეს კიდეც, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან გვანცა ხულუზაური და სევდია უგრეხელიძე.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus