ხარაგაული

facebooktwittergoogle_plus

ხარაგაულის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა.
▫ ნიკოლოზ თოფურიძემ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით სოფლებში გასატარებელ ღონისძიებებსა და ამინდის გაუარესების შემთხვევაში მისაღებ ზომებზე ისაუბრა.
▫ „მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი გქონდეთ. წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში მოსახლეობისა და ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემები არ შეგვექმნას“ – მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებს.
▫ ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს, საგანგებო შემთხვევებში, 24 საათიან რეჟიმში მზადყოფნასა და ხარაგაულის ხელმძღვანელ პირებთან ყოველდღიური კონტაქტის აუცილებლობაზე მოუწოდა.
▫ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლებში ხარისხიანად სრულდება. ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებისგან, ამ დროისთვის სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა და შესაბამის სამსახურებთან მოგვარების გზებზე იმსჯელა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus