მარტვილი

facebooktwittergoogle_plus

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ ფარგლებში 7 დეკემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარტვილის ,,ეტალონი“ მოსწავლის გამოსავლენად ინტელექტუალური შეჯიბრება ჩატარდა. შეჯიბრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 78 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს. მარტვილის „ეტალონი“ მოსწავლე გახდა გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კანკია. ყველა მონაწილეს საზეიმო ვითარებაში სიგელები გადაეცა.
ინტელექტუალურ შეჯიბრს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus