მარტვილი

facebooktwittergoogle_plus

დღეს, 7 დეკემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიურომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
იურიდიული დახმარების სამსახური ჩართულია „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ მიმდინარე გლობალურ კამპანიაში, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus