ახალი ინიციატივა ქალაქის მერიაში

facebooktwittergoogle_plus

თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით ყოველდღიურად მერიაში უამრავი განცხადება შედის. მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ჯგუფი თბილისელების პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს და სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus