“მჯერა, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქში ვიცხოვრებთ”-13 ოჯახი ბინების დაკანონების მოლოდინში

facebooktwittergoogle_plus

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მცხოვრები 13 ოჯახი წლების მანძილზე საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვს. კორპუსი, რომელშიც მოსახლეობა 15 წელია ცხოვრობს ლეგალიზებულია. როგორც ადგილობრივები “რეგიონის ტრიბუნასთან” ყვებიან როდესაც მათ მე-3 კვარტალის 27-ე კორპუსში დაიწყეს ცხოვრება კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი იყო. არ იყო გამოყოფილი ოთახები, არ არსებობდა კარ-ფანჯრები და მთლიანად გადასახური იყო.

13-მა ოჯახმა კორპუსში ბუნებრივი აირი შეიყვანა, შელესა კედლები და ამ ეტაპზე უკვე ბინა არქიტექტურის სამსახურის მიერ ლეგალიზებულად ითვლება.

“როდესაც აქ შემოვედით, შავი კარკასიც არ იყო. 15 წლის მანძილზე სათითაო აგურს ვადებდით ამ კორპუსის მოწესრიგებისთვის, ვიხდიდით კომუნალურ გადასახადებს, შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი, ერთი სიტყვით ამ ადგილას იყო ნაგავსაყრელი და მიგდებული შენობა. 15 წლის მანძილზე რამდენი მერი და გამგებელიც ჰყავდა დედაქალაქს ყველას მივმართეთ, მაგრამ საკითხი დღემდე არავინ მოაგვარა. ახლა გაგვიჩნდა ახალი მერის არცევის პირობებში იმედი, რომ ბინები დაგვიკანონდება, რადგან, როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, ბინების დაკანონება მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მე მჯერა, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქში ვიცხოვრებ.”-განაცხადა “რეგიონის ტრიბუნასთან” ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ნანა ნარსიამ.

საგულისხმოა, რომ მაცხოვრებლებმა ჩამოაყალიბეს ამხანაგობა. სპარტაკ დვალიშვილი, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარეა აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბინები   რამდენიმე მოსახლეს დაუკანონდა.

“მე მაქვს ყველა დოკუმენტაცია თუ რა ეტაპები გაიარა ჩვენმა საკითხმა, ვანო ზოდელავას მერობის დროიდან დღემდე ყველა ისტანციაში მოხვდა ჩვენი საქმე , მაგრამ პასუხის გამცემიც არავინ იყო. ახლა ამ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ ჩვენი საკითხით ახლად დანიშნული გამგებელი ბატონი გაიოზ ვასაძე დაინტერესდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით, რადგან პირველ პირამდე ჩვენს საკითხს დღემდე არ მიუღწევია და მხოლოდ კომისიებში რჩებოდა. საგულისხმოა, რომ ბინები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამდენიმე ოჯახს დაუკანონდა, ეს ის ოჯახებია ვინც მათი ან ნათესავები ან მეგობრები იყვნენ.”-განაცხადა სპარტაკ დვალიშვილმა.

“მე მჯერა, რომ ხელისუფლება ჩვენს საკითხს გულთან მიიტანს, რადგან მათი მოქმედების პროგრამიდან გამომდინარე ამის იმედი მიჩნდება. გამგებელი პირადად გაეცნო ჩვენს პრობლემას და დახმარებასაც დაგვპირდა.”-აცხადებს “რეგიონის ტრიბუნასთან” ერთ-ერთი მოსახლე დავით ცერცვაძე.

პირადად შეხვდა გამგებელს 13 ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი იზოლდა რაზმაძე.

“ერთი წელის ვმუშაობ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მაქვს ყველა ის მტკიცებულება, რაც საფუძველია იმის, რომ ეს ბინები დაკანონდეს. მე გამგებელს პირადად შევხვდი და დახმარებასაც დაგვპირდა, რაზეც არ შემიძლია ჩემი დადებითი პოზიცია არ გამოვხატო. უახლოეს დღეებში დარწმუნებული ფარ, რომ მოხდება ქონების აღრიცხვა იმ ოჯახებისთვის, რომლების წლების მანძილზე ელოდებიან ბინების დაკანონებას.”-აცხადებს იზოლდა რაზმაძე.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე პირადად გაეცნო ი  საქმეს, რომელიც გამგეობის იურიდიულ სამსახურს გადაეცა. გამგებელი “რეგიონის ტრიბუნასთან” აცხადებს, რომ საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდება.

“მე პირადად მინდა გავეცნო ყოველთვის თითოეული მოსახლის პრობლემას. ბინების დაკანონების საკითხი ერთ-ერთი აქტუალური თემა ჩვენთვის. მე მაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს იურიდიულ სამსახურთან და ამ კონკრეტულ საკითხზე მაქსიმუმ კვირის ბოლომდე ჩვენი გადაწყვეტილება ცნობილი იქნება. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება სამართლიანად და კანონის სრული დაცვით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლების ინტერესების დაცვაა.”-განაცხადა გაიოზ ვასაძემ “რეგიონის ტრიბუნასთან”

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus