მარტვილი

facebooktwittergoogle_plus

29 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტში სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო ბაზის ტერიტორიაზე ნაძვისა და კაკლის ნერგები დარგეს.
აქციაში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, კეთილმოწყობის ცენტრის უფროსი დავით თოდუა, მარტვილის საფეხბურთო სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus