თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

facebooktwittergoogle_plus

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა.
პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივაა, რომლითაც დედაქალაქის მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus