დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

facebooktwittergoogle_plus

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა.
“ჯერ-ჯერობით გარკვეული სიმშვიდეა. გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, ახლა ველოდებით ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის პირველ კვირაში. ვაკვირდებით სიტუაციას, წარმატებით მიმდინარეობს აცრები. სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია. აცრის კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორიც აქტიურობს. აცრის კულტურა იზრდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ე.წ. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას. რეკომენდაციით მინდა მინდა მივმართლო მოსახლეობას და ესენია: აცრის გაკეთება, ჰიგიენური ნორმების დაცვა – ხელის ხშირი დაბანა და ოთახების ხშირი განიავება” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus