დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება,

facebooktwittergoogle_plus

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.
შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, სადაც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
მხარეებს შორის აღინიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება და მასში თბილისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები აისახება, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus