მოკლული ტერორისტი გუმაშვილი ISIS-ის “იუსტიციის მინისტრი” იყო

facebooktwittergoogle_plus

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ადამ (გურამ) გუმაშვილი, იგივე ფაიზულა ალ შიშანია, რომელსაც ISIS -ის ”იუსტიციის მინისტრსაც” უწოდებდნენ.

ადამ გუმაშვილი ISIS-ის რიგებში შვილთან ერთად 2013 წლიდან იბრძოდა, მისი შვილი 21 წლის სულთან გუმაშვილი შარშან სირიაში დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ადამ გუმაშვილის მამა, სულეიმან გუმაშვილი, ქისტი პოეტი და მწერალია.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus