“რესი”-გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება სოფელ ერგნეთთან მოხდა

facebooktwittergoogle_plus

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სააგენტო „რესი“ ინფორმაციას ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი გიუნაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

„გიუნაშვილი, რომელიც სასჯელს „დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით“ სამხრეთ ოსეთში იხდიდა, სახელმწიფოს მეთაურის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით შეიწყალეს და გადაეცა აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ზურაბ ლაკერბაიას, რომელმაც, თავის მხრივ, დივერსანტი ქართულ მხარეს გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, მოცემული პროცედურა წარმოადგენს „სამხრეთოსური მხარის კეთილ ნებასა და პრეზიდენტის ჰუმანურობას“.

„მსჯავრდებულის გადაცემა – აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასადმი გამოვლენილი პატივისცემაა, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის“, – განაცხადა ჯიოევმა.

რუსული სააგენტო 

.ჯიოევი ცხინვალის ქმედებას “კეთილმეზობლური” განწყობის გამოვლინებად თვლის.

გიუნაშვილი 2016 წელს ოკუპანტებმა ივნისში დააკავეს. ხოლო 2017 წლის თებერვალში მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus