ჭყონდიდის ეპარქიაში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს

facebooktwittergoogle_plus

24 ნოემბერს, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჭყონდიდის ეპარქიაში ჩამოაბრძანეს. წმინდანის ნაწილებს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილი ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი დახვდა, სადაც წირვა-ლოცვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა)აღავლინა.

წმინდა ნაწილების ჩამობრძანების პროცესს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus