კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

facebooktwittergoogle_plus

თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და შესაბამისი მონიშვნებით გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია.

კახა კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად გაეცნო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამუშაოების მეორე ეტაპი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას მოიცავს, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus