ლეღვანში გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

facebooktwittergoogle_plus

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და სოფლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ლეღვანში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. 

„ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა რაც მინახავს“ – აღნიშნა თოფურიძემ ლეღვანში – ჩვენ დავპირდით მოსახლეობას – გზა ყველა სოფელს! და ეს პირობა სრულდება. მინდა აქედან ვუთხრა მადლობა ჩემს მოადგილეს, არჩილ მაღრაძეს, ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებს, რადგან პირადად მათი დამსახურებაა, რომ ვადებში და ხარისხიანად სრულდება ხარაგაულში მასშტაბური პროექტები. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ბევრი სიკეთე მოვა სოფლებში და ეს იქნება მათი დამსახურებით“.

ლეღვანში სოფლის ცენტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. გზის სიგანე 3,5 მ-ია, საჭიროების ადგილებზე გზა 4მ-მდე ფართოვდება. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. 
სახელშეკრულებო ვადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ლეღვანში დეკემბრის ბოლოს დასრულდება. 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus