სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

facebooktwittergoogle_plus

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში მოეწყო:

 წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, შიდა ელექტროობა, ტიხარი სამშენებლო ბლოკით,მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, შეიღება შიდა და გარე კედლები, მოეწყო ლამინატი, კაფელი და მეტლახი, ასევე პანდუსი.

პროექტის ღირებულება (II ეტაპი) 56 640 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,დამბა“- მ შეასრულა. სამუშაოზე დასაქმებული იყო – 12 ადგილობრივი.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი გოროზიამ დაათვალიერა. 
საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus