რამდენიმე რეგიონში 5430 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს

facebooktwittergoogle_plus

მთავრობის გადაწყვეტილებით ბუნებრივ აირს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში მცხოვრები 5 430 ოჯახი მიიღებს.

იწყება საპროექტო სამუშაოები. მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარია გამოყოფილი საქართველოს მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახისათვის გაზიფიცირებისათვის.

2013-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი. 2014-2015 წლებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13 459 ოჯახი.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus