პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 1 საწარმო გაიხსნა

facebooktwittergoogle_plus

პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი გახორციელდა.ინევსტიცია 10 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს,დასაქმდა 50-მდე კაცი.

აღნიშნული საწარმო წარმოადგენს ორი კომპანიის ერთობლიობას, კერძოდ შპს ,,თბილცემენტგრუპი“ და შპს „ეფ-პი-სი“, რომლებიც ბაზარზე ერთი – „მეგა პროდაქშენის“ სახელით ოპერირებს. ორივე კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია – ერთი ლიზინგის, ხოლო მეორე – ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში.

კომპანია დაამზადებს ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტიანი ბეტონის პანელებსა და სხვადასხვა კონსტრუქციას.

საწარმოში მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული იქნება გამოყენებული.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, რომლებიც რეკომენდებულია საერთაშორისო ბრენდების მიერ.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დროისთვის დამტკიცებულია 303 პროექტი და ინვესტიციების საერთო მოცულობა 750 მლნ ლარამდეა. დღეს არსებული მონაცემებით, შეიქმნება 12 400-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus