მარტვილის ბიბლიოთეკამ თანამედროვე ქართველ მწერლებს უმასპინძლა

facebooktwittergoogle_plus

12 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ,,პოეზიის მეგობართა კლუბის’’ ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში,

თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. ბიბლიოთეკაში შეკრებილ მკითხველებს საკუთარი შემოქმედება ელა გოჩიაშვილმა (პოეტი), შაკო ბაკურაძემ (პოეტი), ზაზა ბიბილაშვილმა (პოეტი–პროზაიკოსი), ირმა მალაციძემ (პროზაიკოსი – საბავშვო მწერალი), ბესო სოლომონაშვილიმა (პროზაიკოსი–სცენარისტი), ბელა ჩეკურიშვილმა (პოეტი) და ნინია სადღობელაშვილმა (პოეტი–პროზაიკოსი) წარუდგინეს და ასევე მოისმინეს ადგილობრივი პოეტების ლექსები.

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus