გიორგი კვირიკაშვილი: გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ასე უდროოდ წავიდა

facebooktwittergoogle_plus

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახთან ერთად საქართველოსაც მიუსამძიმრა.

”ძალიან გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ასე უდროოდ წავიდა. მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს და მის ოჯახს ეს უდიდესი დანაკლისი. ლიკა ქავჟარაძე არის კინოვარსკვლავი, რომელიც დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus