„გაიღე სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“-აქცია ხობში

facebooktwittergoogle_plus

ქალაქ ხობში, მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს „სისხლის ბანკის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით აქცია – „გაიღე სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ ჩატარდა.

აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში, მ. იაშვილის კლინიკა ერთადერთია, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. მათ, ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატიურად სჭირდებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. 
17 წლის ხობელ მარიკა კორტავას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის ზემოთ აღნიშნულ კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზით, სჭირდება დახმარება. 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus