ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა

facebooktwittergoogle_plus

ევროსაბჭოს პროექტის „ეთიკა საჯარო სამსახურში“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის,საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების თანამშრომლებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტენერებმა რევაზ ეგაძემ და თამარ კაპანაძემ განიხილეს შემდეგი საკითხები:
✔ საჯარო სამსახურის პრინციპები
✔უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
✔ინტერესთა კონფლიქტი
✔ქრთამი-აკრძალული საჩუქარი
✔პოლიტიკური მიუკერძოებლობა
✔გამოხატვის თავისუფლება
✔ეთიკა და არაეთიკური ქცევა
✔საჯარო სამსახურის ეთიკის
✔პრინციპებისა და ღირებულებების მიზნები
✔მხილება და მამხილებელი
✔ორგანიციული კულტურა
✔დრეს კოდი
18953010_1395231077237202_1485684704409775027_n
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიმარჯვა ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში პროექტით „ეთიკა საჯარო სამსახურში“ (კოორდინატორი თამთა მეგრელიშვილი).
18951195_1395231710570472_6142826845105653850_n
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. გამგეობის, ა.ა.ი.პ.-ებისა და საკრებულოს თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით მოხდება ეთიკის კოდექსის შემუშავება და შემდგომი გამოყენება სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში.
19059849_1395230023903974_8945059695096344600_n

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus