ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა

facebooktwittergoogle_plus

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და თანასწორობის ხელშეწყობის ცენტრის“ მხარდაჭერით, სოფელ ზარიძეებში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.
18556068_1373552499405060_4644841646047486654_n
აქციის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მიერ გადმოცემული სხვადასხვა სახის ბუჩქოვანი და ყვავილოვანი მცენარეები დაირგო. დაიგეგმა, აგრეთვე, დაბა თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკის გამწვანება და არსებული ძველი ხეების ჩანაცვლება ახალი ნერგებით.
18555879_1373552972738346_582482010289030061_n
18581731_1373553419404968_7984489914882237016_n
18622357_1373552912738352_1102957813944510894_n
18519870_1373552936071683_974466113240474433_n

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus