კამპანიას „სუფთად ევროპისაკენ“ ბორჯომი შეუერთდა

facebooktwittergoogle_plus

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
18157296_763561140488295_3460733967560139740_n
საყოველთაო კამპანიას სახელწოდებით „სუფთად ევროპისაკენ“ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ ორგანიზაციები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და სატყეო სამსახურის თანამშრომლები შეუერთდნენ. 18119168_763560697155006_8093587856282026684_n
აქციის მონაწილეებმა საყოფახოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს ქალაქის სხვადასხვა უბანი, მდინარის ნაპირები, სკვერები, ქუჩები და პლატოს მიმდებარე ტერიტორია. 18157658_763561390488270_5959315019610382691_n
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა და მასში ქალაქთან ერთად მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფელი და დაბა აქტიურად ჩაერთო. „გარემოს დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ბორჯომი ტურისტული ქალაქია ამიტომ მის სისუფთავეზე ზრუნვა ორმაგად საპასუხიმგებლოა. საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას ამ კუთხით დიდი როლი აკისრია. მოვუწოდებ მოსახლეობას რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე“- აღნიშნა გამგებელმა. 18194032_763560337155042_3436628695299206475_n
დასუფთავების კამპანიაში სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus