დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა

facebooktwittergoogle_plus

28 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიანეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.
18119458_1354808454612798_2998147444643068448_n
მუნიციპალიტეტის გამგეობის, ააიპ-ებისა და თიანეთის სატყეო უბნის თანამშრომლების მიერ დასუფთავდა დაბა თიანეთის შემოსასვლელი და სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია.
18157674_1354804427946534_779582845341116393_n
აქცია გაიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები –
საქართველოს“ მხარდაჭერით (წარმომადგენელი – თამარ ზატუაშვილი).
18157684_1354802411280069_4313996002663519306_n
2009 წლის 22 აპრილს, გაეროს გენერალური ანსამბლეის 63-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 22 აპრილი დედამიწის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს თიანეთის მუნციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს.18198439_1354803674613276_8897941009333573388_n

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus