აბაშის გამგეობამ 399 ბენეფიციარს მარტში 72 794 ლარის დახმარება გაუწია

facebooktwittergoogle_plus

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამებით მარტის თვეში 399 ბენეფიციარს დახმარება გაუწია – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს.
unnamed (1)
გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით, 66 ბენეფიციარზე – 34 344 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით (ყოველთვიური დახმარებით), 7 ბენეფიცირზე 1 050 ლარი გაიცა.
დახმარება გაეწია მრავალშივლიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. მრავალშვილიან 266 ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) – 26 600 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 4 ოჯახზე – 1 200 ლარი;
34 ბენეფიციარზე 5100 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით, 2 ოჯახზე – 500 ლარი და გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამით, 1 ოჯახზე – 200 ლარი.
დახმარებები გაიცა ასევე შშმ პირებზე და სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით, 16 ბენეფიციარზე – 3200 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით, 3 ოჯახზე – 600 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წლის მარტის თვეში გაწეული დახმარების ჯამურმა ოდენობამ 72 794 ლარი შეადგინა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus