მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი სრულად რეაბილიტირებულია

facebooktwittergoogle_plus

თიანეთში მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი 1983 წლიდან ფუნქციონირებს. ბოლო დროს ნაგებობაზე მნიშვნელოვანი დაზიანებები შეინიშნებოდა. საძირკვლის ჯდენის გამო ძლიერ იყო დეფორმირებული სახლის ერთი კუთხე, დაზიანებული იყო გადახურვა. ნაგებობაში წყლის ჩადინება კედლის დახეთქვასა და საპირე მოპირკეთების დაშლას იწვევდა. დაზიანებული იყო ხის ყველა ელემენტი, მათ შორის სართულშუა გადახურვაც.
17308841_1238333009577733_8580625237098517062_n
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2014 წელს მომზადდა მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი,რომელიც ნაგებობაზე არსებული დაზიანებების სრულ აღმოფხვრას ითვალისწინებდა. 2015 წელს პროექტის მიხედვით ჩატარდა ფიზიკური სამუშაოებიც.
17309064_1238332752911092_4593379034708743986_n
ამჟამად, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი სრულყოფილადაა რეაბილიტირებული.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus