თბილისში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო

facebooktwittergoogle_plus

დედაქალაქში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, გამწვანების აქცია დიდ დიღომში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მიიღო. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 2-3 მეტრი სიგრძის 300 ძირი კვიპაროსი და ფიჭვი დაირგო. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.
17202853_1652615788088348_3527632501830053439_n
“აქტიურად დავიწყეთ საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები, დღეს პირველი ღონისძიებაა. ყოველდღიურად ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაირგვება ნარგავები, რათა ამ სეზონზე მაქსიმალურად ბევრი ხე დავრგოთ, მოვუაროთ და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
17201177_1652616501421610_4431811127256776748_n
ღონისძიებაში, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი წერეთელი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი – ლევან ჯღარკავა მონაწილეობდნენ.
საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და სეზონის განმავლობაში ხეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
17264602_1652614888088438_3528802763563717222_n

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus