თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა

facebooktwittergoogle_plus

24 თებერვალს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
16806639_1290980387662272_219953335974978648_n
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ომარ ქუცნაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ სუბელიანი და თიანელი პოეტი ტარიელ ხარხელაური ტუშურების საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შეხვდნენ.
16865044_1290980707662240_8252748455077030391_n
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა – სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს და ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, წარმატების მიღწევისა და პრობლემის გადაჭრის გზებზე, განათლებისა და სარწმუნოების მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
16996207_1290980394328938_2428529735576052500_n
ომარ ქუცნაშვილმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნი „საქართველო 2050“, ხოლო შეხვედრის ბოლოს, ბატონ ტარიელთან ერთად, დამსწრე საზოგადოების თითოეული წევრი დაასაჩუქრა ბროშურით „რანი ვართ… საით უნდა წავიდეთ“.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus