გორის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია ჩატარდა

facebooktwittergoogle_plus

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, გორის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალდუკი უძღვებოდა. საელჩოს ატაშემ სტუდენტებს უსაფრთხოების, ნარკოტიკებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
16864132_1260754170709602_1055603895840579844_n
უსაფრთხოების თემაზე საჯარო ლექცია საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებისა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს დაიგეგმა.
16830996_1260755010709518_7903290648362263951_n
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის საელჩოსთან და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.
16938641_1260754064042946_5666478502902796219_n
“ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა საელჩოსთან, განვახორციელეთ და კიდევ იგეგმება სხვადასხვა ერთობლივი პროექტები. თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა რომ გორის უნივერსიტეტში გაიხსნება ფრანგული ენის შემსწავლელი ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დაეუფლოს ფრანგულ ენას. დღევანდელი შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მსგავს პროექტებს.” – განაცხადა მედიასთან გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus