აბაშაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

facebooktwittergoogle_plus

აბაშის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბუთში გამარჯვებული სასკოლო გუნდები დაჯილდოვდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
16830768_1131140243675671_9076668709480675900_n
გამგეობის ინფორმაციით, მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის I ადგილი დაიკავა პირველი საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილზე სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გოგონათა გუნდებიდან I ადგილი დაიკავა სოფელ კეთილარის საჯარო სკოლამ, II ადგილი კი – ნაესაკოვოს საჯარო სკოლის გუნდმა.
16830663_1131140247009004_7472775036456827081_n
ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფრენბურთშიც. ვაჟებს შორის გაიმარჯვა სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის გუნდმა, II ადგილი კი სოფელ ტყვირის სკოლის გუნდმა დაიკავა. გოგონებს შორის I ადგილის მფლობელი გახდა პირველი საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო II ადგილი კი სოფელ მაიდანის საჯარო სკოლის გუნდს ერგო.
16807709_1131140370342325_7806974279556695143_n
სასკოლო ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გასული გუნდები რეგიონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus