ბორჯომში გზების მოწესრიგება მიმდინარეობს

facebooktwittergoogle_plus

ბორჯომში ცენტრალურ მაგისტრალზე აქტიურად მიმდინარეობს ორმოულების შეკეთება. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, სამუშაოები დაბა ახალდაბიდან დაიწყო და სოფელ ლიკანის ჩათვლით, გზის ყველა დაზიანებულ უბანზე ეტაპობრივად გაგრძელდება.
16649001_719614318216311_3705871886280621290_n
მისივე განმარტებით, იმისათვის რომ მძღოლებს არ შექმნოდათ მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყო გზების კეთილმოწყობა.
16649567_719614484882961_2201509289621334836_n
აღსანიშნავია, რომ გაზაფხულიდან შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაგეგმილია გზების სრული რეაბილიტაცია.
ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი ძალებით კი ქვიშა-ღორღისაგან ინტენსიურად იწმინდება ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები.
16681650_719614488216294_8087712697044536408_n
სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დიდთოვლობისა და მკაცრი კლიმატური პირობების შედეგად გზების დაზიანების გამო გახდა საჭირო.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus