აბაშაში დიდთოვლობით დაზარალებულებს სამშენებლო მასალები გადაეცათ

facebooktwittergoogle_plus

აბაშის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის დროს დაზარალებულ ორ ოჯახს სამშენებლო მასალები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
16463465_1118144494975246_1760364959608907668_o
სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა კვიტაშვილთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია ესწრებოდნენ.
16463310_1118144511641911_7951726220080119181_o
„მოგეხსენებათ, რომ დაზარალებულ ოჯახებს ჩვენ დახმარებას დავპირდით. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ იქნა სამშენებლო მასალები, რომელიც გადავეცით უშუალოდ ოჯახებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და პირადად ესწრებიან საშენი მასალების გადაცემის პროცესს. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის იქნება მოსახლეობის გვერდით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელობების ფარგლებში, მაქსიმალურ დაეხმარებას გაუწევს“, – განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.
16601573_1118144701641892_2940761193132498939_o
საცხოვრებელი სახლები 30 იანვარს, დიდთოვლობის გამო დაზიანდა. დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას მუნიციპალიტეტის გამგებელი მდგომარეობის ადგილზე გაცნობისთანავე დაპირდა. საცხოვრებელი სახლებისათვის საჭირო საშენი მასალა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა შეძენილი.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus