ირაკლი კობახიძე: “ხვალ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული დღეა”

facebooktwittergoogle_plus

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2017 წლის 2 თებერვალი საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული დღეა. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ ევროპული პარლამენტი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ხელშესახები გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან. აქედან გამომდინარე, ეს არის პრაქტიკულად, ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღის მიმართ მოლოდინი არის ძალიან დიდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, დღეს გამართული შეხვედრების შეფასებისას. მან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ აღმასრულებელ სტრუქტურებს, იმისათვის რომ ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის დადგომისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
16423043_1503822309657782_5135207465244229286_o
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ხვალ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრინციპული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ტექნიკური პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. მისივე თქმით, ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე პრიორიტეტებზე, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ ისაუბრეს.
16422229_1504109849629028_198087704818386596_o
„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ევროპულ პარლამენტში, ასევე ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე ვისაუბრეთ ჩვენს პრიორიტეტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, კონკრეტულად – ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა პარლამენტებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. რაც შეეხება შეხვედრებს ევროპულ პარლამენტში – აქაც რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გავმართეთ და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს დემოკრატიულ განვითარებასთან, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16403394_1504112136295466_6493273573263560488_o

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus