თერჯოლის გამგებელი შშმ ბავშთა დღის ცენტრ „საპოვნელას“ ეწვია

facebooktwittergoogle_plus

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის მე-3 ბაღის შენობაში განთავსებულ ქუთაისის „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ თერჯოლის შშმ ბავშთა დღის ცენტრ „საპოვნელას“ ეწვია. ცენტრის აღსაზრდელებმა, კერძო სკოლა „მზეკაბანის“ მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად (პედაგოგ ხათუნა დიდიძის ხელმძღვანელობით), ერთმოქმედებიანი პიესა – „საახალწლო ზღაპარი“ წარმოადგინეს.
16107131_1871622339782259_3651206148040871798_o
წარმოდგენას, ასევე, ესწრებოდნენ გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, გამგებლის თანაშემწე ზაზა ცერცვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, სოფ. ძევრის უშანგი სოფრომაძის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად, აღსაზრდელთა მშობლები და სხვა სტუმრები.
16112527_1871622206448939_8105756923318060947_o
დღის ცენტრის ადმინისტრაციამ დიდი მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პირადად თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისათვის. გასულ წელს, ცენტრი კომპიუტერული მოწყობილობებით აღიჭურვა, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდირების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ასევე, თერჯოლის თვითმმართველობის მხარდაჭერით, პედაგოგებმა და ბავშვებმა გაიარეს სპეციალური გადამზადების კურსები. ბავშვებმა შეისწავლეს ადაპტირებული სამომხმარებლო პროგრამები, რაც მათ ახალი უნარების გამომუშავებასა და მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას შეუწყობს ხელს.
16177688_1871622199782273_5648939963404968805_o
გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ ცენტრის აღსაზრდელებსა და საახალწლო ნობათი გადასცა და განსაკუთრებული მზრუნველობა და მხარდაჭერა აღუთქვა.
16143721_1871622086448951_3600681153392616106_o

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus