ახალი მიზნობრივი პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

facebooktwittergoogle_plus

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს წელს მეათე, ახალი მიზნობრივი პროგრამა შეემატა – “სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება”. პროგრამას სამინისტროს ნაცვლად უკვე თვითმმართველობა განახორციელებს და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 100 ლარით დაფინანსდება.
15972453_1406897972678127_1642350132876987964_o
ქედის მუნიციპალიტეტში დღემდე 39 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს. ქედის გამგეობელი დავით დუმბაძე, ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, მედდებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მათგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.
16112601_1406898259344765_889756582888170467_o
ქედის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის დასახლებულ ადგილებში, გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო, მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება გართულებული იყო, რამაც გამოიწვია მათთვის ადგილზე “ექიმამდელი სამედიცინო დახმარების” ორგანიზების აუცილებლობა. მედიკამენტებს, დამხმარე სამედიცინო მასალებსა და სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მედდებს კვარტალურად გამგეობა შეუძენს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus