ხონის გამგეობის მხარდაჭერით, ბავშვები საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრნენ

facebooktwittergoogle_plus

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრნენ.
16107360_1582638728418492_4926846850719390507_o
რეგიონში მცხოვრები 200–მდე მოზარდისთვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ლადო მესხიშვილის პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სპექტაკლ ,,ჭინჭრაქას“ ჩვენება გაიმართა.
15972353_1582638725085159_128914134597706695_o
ბავშვებთან ერთად სპექტაკლზე იმყოფებოდნენ გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები – გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი. გივი ჭიჭინაძემ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერას დაპირდა.
15994952_1582638735085158_1932864943492306728_o
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus