მდინარე აბაშაზე დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა

facebooktwittergoogle_plus

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ნორიოში, მდინარე აბაშის ტოტზე ნაპირის გამაგრების, გზისა და ფონის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
16107434_1582638858418479_4968996171973181453_o
წყალდიდობის შედეგად დაგროვილი ქვა-ღორღისა და ხეებისაგან გაიწმინდა მდინარის მარჯვენა ნაპირი, გამაგრდა საცალფეხო ხიდის კონსტრუქცია და მოეწყო გაბიონი.
16003131_1088222914634071_6906368730364171798_n
დასრულებული სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა – ვახტანგ გაბელაიამ და გია კუციამ, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა შალვა დარცმელიძემ დაათვალიერეს.
15994686_1088222917967404_3978502452398585150_o
პროექტი სტიქიის სალკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, 28 257 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა (SPA160031446) შპს „სექუოიამ“ შეასრულა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus