ხონში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა

facebooktwittergoogle_plus

ხონში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და საბჭოს მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.
15068983_1512707568744942_1371495868349488272_o
მრჩეველთა საბჭო თვითმმართველობის დონეზე არსებული პრობლემების წარმოჩინებაში და მათ გადაწყვეტაში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ასევე, გაიმართა დემოკრატიის სააგენტო საქართველოს პროექტის “მიიღე მონაწილეობა მართვაში-3მ” გაცნობა. პროექტის ფარგლებში, სოფელ ჩაის მეურნეობაში შექმნილია დასახლების საერთო კრების საინიციატივო ჯგუფი; დაწყებულია მზადება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
15039616_1512707882078244_7506262567687051948_o
შეხვედრამ აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში ჩაიარა.
15138498_1512707565411609_3004828128245003767_o

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus