თიანეთში სოციალურად დაუცველთათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

facebooktwittergoogle_plus

14 ნოემბერს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ორგანიზებით და ჰუმანიტარული ორგანიზაციების – “ორფან გრეინ ტრეინის“, ქალთა საქველმოქმედო ფონდ “ვიქტორიას“, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“, „ლუთერანების მსოფლიო დახმარების“ მხარდაჭერით, დაბა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
15000820_1186575428102769_8563675282997718667_o
აქციის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და ააიპ ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების დირექტორმა, გიორგი ატაშვილმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადასცეს.
15016320_1186575994769379_5362367893306687705_o
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საჭიროებისამებრ, „ავერსის“ წარმოების მედიკამენტები დაურიგდებათ.
15069150_1186575758102736_2759689979342817352_o

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus