დედაქალაქის ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება

facebooktwittergoogle_plus

თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება.
15000756_1495811547102107_6481736132593950317_o
160 000 ძირი „ვიოლა პენსი“ უკვე დაირგო რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები. გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, დიღმის მასივში, „ვეფხვისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ და ორთაჭალაში – გულიას მოედანზე.
15068556_1495811930435402_900759691831800158_o
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური, ნოემბრის ბოლომდე, ექვსი სხვადასხვა ფერის 500 000 ძირ „ვიოლას“ დარგავს.
15068565_1495811833768745_2566214053574686462_o

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus