აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

facebooktwittergoogle_plus

20 სექტემბერს, აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი გაიხსნა. კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულს საბავშვო ბაღი 90-იანი წლების შემდეგ არ ჰქონდა. წელს მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება, ისარგებლოს ახლომდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით. ამ ეტაპისათვის, ბაღში 24 აღსაზრდელი ირიცხება და შესაბამისი განათლების მქონე 8 ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული. მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, საბავშვო ბაღისათვის შენობა ქირითაა აღებული და მომავალში ახალი შენობის აგება იგეგმება.
unnamed
ამ ეტაპისათვის, საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს მაცხოვრისკარსა და გეზათში. ძველი შენობების ნაცვლად მალე 2 ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბაღი აშენდება. მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და “სოფლის მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში 230 700 ლარია გამოყოფილი. პროექტის შემსრულებელი შპს „ალისაა“ და მშენებლობის პროცესში ადგილობრივ მოსახლეობაა დასაქმებული.
unnamed
„აბაშის მუნიციპალიტეტიში სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებებს დიდი ყურადღება ექცევა. გასულ წლებშიც არაერთი ბაღი შეკეთდა, ზოგიც – თავიდან აშენდა. კერძოდ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა: ნორიოს, წყემის, ტყვირის, პირველი მაისის, გაუწყინარის და სეფიეთის საბავშვო ბაღები, რისთვისაც სულ დაიხარჯა 896.904 ლარი. 2015 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა: მაიდნის, სამიქაოს, ზანათის, სუჯუნის, ეწერის, ქოლობნისა და ონტოფოს საბავშვო ბაღების კაპიტალური რემონტი.
unnamed-1
საბავშვო ბაღები აღიჭურვა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ჭურჭლით, ავეჯით, ჰიგიენური საშუალებებით. ასევე, საბავშვო ბაღებისათვის შეძენილ იქნა წიგნები, სათამაშოები, მუსიკალური ინსტრუმენტები“ – განაცხადა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus